ტრენინგმა გვასწავლა ინტელის პროგრამით გაკვეთილის დაპროექტება,რასაც გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესების თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებაში. გავამრავალფეროვნე ჩემი ბლოგი.მივაბი სხვადასხვა ბმულები.
Saturday, March 14, 2015
Friday, March 13, 2015
დღე მერვე–რეფლექსია
ძალიან დავიღალე.თუმცა ვისწავლე პროექტის შაბლონის ნიმუშის გასწორება ,რაც მნიშვნელოვანია მოსწავლეთა პროექტზე მუშაობისათვის. ვისწავლე პორტფოლის პროექტის ჩაშენება და ფაილებში მასალის ჩატვირთვა,რასაც გამოვიყენებ ტექნოლოგიებით სასწავლო პროცესების გაუმჯობესებაში.
Sunday, March 8, 2015
დღე მეშვიდე–რეფლექსია
დრევანდელი დღე იყო სახალისო,მაგრამ ტევადი. გავეცანი ბლუმისა და გარდნერის მატრიცას,რასაც გამოვიყენებ მოსწავლის მიზნის შესაბამისა. გავეცანით უკუკავშირის ფორმებს, რაც აუცილებელია ჯანსაღი საგაკვეთილო პროცესებისათვის. .მე მეგონა რომ პოვერპოინტში მუშაობა ვიცოდი,მაგარამ არ მცოდნია.ვისწავლე სლაიდის გაშვება მუსიკის ფონზე,სლაიდში ციმციმა ეფექტის სურათები სჩასმა. გავეცანი მოსწავლეთა შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს,ჩეკლისტებს,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ გაკვეთილზე სხვადასხვა აქტივობების დროს.ვისწავლეთ ბევრი კარგი საიტი,რაც დამეხმარება სხვადასხვა სამუშაოს შესრულებაში.დღევანდელი დღე იყო ძალიან,ძალიან ,ძალიან კარგი და ბევრის მომცემი.
Saturday, March 7, 2015
დღე მეექვსე–რეფლექსია
მეექვსე დღე იყო სახალისო და უფრო საინტერესო.ერთმანეთის ნამუშევრები განვიხილეთ.უფრო დავიხვეწე,შევიტანე კორექტირება ჩემს გეგმაში.ვისწავლე სლაიდის შექმნა ,რასაც განვახორციელებ მოსწავლეებთან მუშაობაში.ტრენერის მიერ მოცემულმა რეკომენდაციებმა გამიადვილა მუშაობა
Sunday, March 1, 2015
დღე მეხუთე–რეფლექსია
დღევანდელი დღე იმით იყო მნიშვნელოვანი,რომ ვისწავლე პროცედურების დაწერა,ონლაინკოლაბორაცია,კავშირები...ყოველივე ეს გამომადგება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნაში.საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს რთულია სასწავლო პროცედურების ზუსტი ციკლის აღწერა,რაც მნიშვნელოვანია პროექტზე მუშაობისას.მინდა ვისწავლო ონლაინ თანამშრომლობით კავშირის დამყარება მოსწავლეებთან.ძალიან დამღლელი, მაგრამ ამავდროულად საინტერესო დღე იყო.
Saturday, February 21, 2015
დღე მეოთხე–რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღე იყო მნიშვნელოვანი.განვიხილეთ ყველას პროექტის გეგმის შაბლონი, გავეცანით პროექტის შეფასების ხუთ მიზანს,დროში გაწერილ შეფასებას,რასაც გამოვყენებ მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობისას.ტრენინგის ყოველი დღე ჩემთვის არის პროგრესი.
Saturday, February 14, 2015
დღე მეასამე–რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღე ,მე ვფოქრობ, არის ყველაზე მნიშვნელოვანი.გავეცანი ზოგად , თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს,რამაც დამეხმარა პროექტის მიზნის ჩამოყალიბებაში.ახლა შემიძლია პროექტზე მუშაობისა სწორი მიმართულება მივცე მოსწავლეებს.დღე იყო დამღლელი,მაგრამ ბევრის მომცემი.
დღე მეორე–რეფლექსია
მეორე დღე იყო უფრო დატვირთული და საინტერესო.გავიზიარეთ ერთმანეთის იდეები პროექტთან დაკავშირებით.მივიღე ბარათი საჩუქრად.რაც ვისწავლე გამომადგება სასკოლო ცხოვრებაში განსახორციელებლად და თანამედროვე ტექნოლოგიებით გაკვეთილის ჩატარებაში.
დღე პირველი –– რეფლექსია
დღევანდელი დღე იყო საინტერესო.გავეცანი Intelis პროგრამას.აქტივობებს .ვფიქრობ საინტერესოა ეს პროექტი.დაგვეხმარება ახალი მეთოდით გაკვეთილის ჩატარებაში.ეს პროგრამა მოიცავს ახალი ტექნოლოგიებით სწავლას,მიღწევადია ,თუმცა მოითხოვს დროს და ძალისხმევას.შევქმენი ჩემი ბლოგი,სადაც განვათავსებ ჩემს ნამუშევრებს.მოუთმენლად ველოდები მეორე დგეს!
Subscribe to:
Posts (Atom)